“საზოგადოება დარწმუნდა, რომ ესენი არიან მკვლელები და არავინ არაფერს აბრალებს. თქვენ მოუსმინეთ, არასრულწლოვანი ზ.ხ ამბობს, რომ თითქოსდა თვითონ ეხვეწებოდა, არ სცემოთ გიორგისო და საბოლოოდ, ზუსტად ისე განვითარდა მოვლენები, როგორც ეს ცნობილი იყო. ასევე, მოუსმინეთ რევაზიშვილის შიშებს, რომ ჩანთაზე მათი დნმ არ ამოსულიყო და თითქოსდა ისინი ამით გადარჩნენ. საზოგადოება დარწმუნდა, რომ ესენი არიან ნამდვილი მკვლელები და რომ მათ აქვთ ამის პოტენციალი.”
მირიან ნიკოლაძე – გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძა და ოჯახის ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულია 17 პირი, აქედან 5 პირს კი სასამართლო ჯგუფურ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში ედავება.
გუშინ კი ტვ “პირველმა” გაასაჯაროვა კადრები, გლდანის ციხიდან, სადაც შაქარაშვლის საქმეზე ბრალდებულები თანამესაკნეებს უყვებიან, როგორ ვითარდებოდა მოვლენები 18 ივნისის ღამეს.