გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ციხის კადრები, რომელიც TV პირველმა 5 სექტემბერს გაასაჯაროვა, ერთ-ერთ ეპიზოდში ბრალდებული იუბილარ ანა გაბეჩავას ახსენებს და ამბობს, რომ გაბეჩავა მეორე დღეს დაკავებულებს შეხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას ანა გაბეჩავას ადვოკატი ლიკა ბითაძე მიზანმიმართულ ცილისწამებას უწოდებს. მისივე თქმით, სიცრუეა თითქოს გაბეჩავა საქმის ფიგურანტებისგან ჯარიმის თანხას ითხოვდა.
“სრული სისულელე და გამოგონილი ამბავია, ანა გაბეჩავას არავისთვის არანაირი 15 000 ლარი არ მოუთხოვია. თუ გაგრძელდება ეს ცილისწამება ჩვენც მივიღებთ შესაბამის ზომებს. ეს პირი კი ჯერჯერობით იდენტიფიცირებული არ არის” – განაცხადა ლიკა ბითაძემ.
ასევე, ბრალდებული აცხადებს, რომ გაბეჩავამ მათ თანხა მოსთხოვა, რადგან, მისი თქმით, პანდემიის პირობებში წვეულების ორგანიზებისთვის ჯარიმდებოდა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულია 17 პირი, აქედან 5 პირს კი სასამართლო ჯგუფურ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში ედავება.