თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში 47 წლის მამაკაცი სოფელ იყალთოში მცხოვრებმა, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. ადგილობრივების ინფორმაციით, სისხლიან გარჩევას წინ მხარეებს შორის კონფლიქტი უძღოდა.
მოკლული მამაკაცი ავტომანქანების ყიდვა-გაყიდვის ბიზნესით იყო დაკავებული. როგორც რუისპირში ამბობენ, ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობა სწორედ ავტომობილის ყიდვასთან დაკავშირებით თანხის ნაწილში შეუთანხმებლობა გახდა.
მამაკაცი ჯერ სახლიდან გაიყვანეს და სასიკვდილო ჭრილობა თავის არეში მიაყენეს. შემთხვევა იმ ტაქსში მოხდა, რომლითაც კონფლიქტში მონაწილე პირები გაადადგილდებოდნენ.