ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

„შვილი ქმარმა მომიკლა, ამ ამბავს კი ბიძა აფარებს ხელს” – გარდაცვლილი მოზარდის დედა

11 წლის გარდაცვლილი ბავშვის დედის განცხადებით, შვილი ქმარმა მოუკლა. მისივე თქმით, მას ქმარი, ფრიდონ აბჟანდაძე საუბრისას დაემუქრა და თქვა, რომ თუკი ფულს არ გამოუგზავნიდა თავის შვილს ვეღარასდროს ნახავდა.

დედის ინფორმაციით, 13 წლის მოზარდი ბიძის სახლიდან მამამ ძალით გამოიყვანა. ამის შესახებ მან TV პირველთან ისაუბრა. მისივე თქმით, დედამთილი ერთადერთი თვითმხილველია, რომელმაც ბლის ხეზე ჩამოკიდებული 11 წლის ბავშვი ნახა.

„შვილი ქმარმა მომიკლა, ამ ამბავს კი ბიძა აფარებს ხელს“ – თქვა მან.

ცნობისათვის, 23 აგვისტოს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 11 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს. ფაქტზე 49 წლის კაცი, გარდაცვლილის მამა დააკავეს.