საქართველოში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთა რაოდენობა ჯამში 1650-ს შეადგენს, აქედან გამოჯანმრთელებულია 1310 ადამიანი. დღეს კიდევ 8 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ stopcov.ge-ზე განახლდა.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6020 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 299, ხოლო გარდაცვლილია 19.