ახალი ამბები მთავარი სამართალი

კაცი, რომელსაც ლაგოდეხის ნაკრძალში გერმანელი ტურისტის გაუპატიურება ედება ბრალად, დაკავებულია

ლაგოდეხის ნაკრძალში გერმანელ ტურისტის გაუპატიურების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე, გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, პირს ექვსიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

შეგახსენებთ, შემთხვევა 4 სექტემბერს მოხდა. არსებული ინფორმაციით, გერმანიიდან ჩამოსული ტურისტი ცოლ-ქმარი ღამისთევით ლაგოდეხის ნაკრძალში, შავი კლდეების ტბაზე იყვნენ, რა დროსაც ადგილობრივმა კაცმა გერმანელ ქალზე, სავარაუდოდ, სექსუალურად იძალადა.

იტვირთბა....