ახალი ამბები მთავარი სამართალი

ლაგოდეხის ნაკრძალში ადგილობრივმა გერმანელ ტურისტზე, სავარაუდოდ, სექსუალურად იძალადა

ლაგოდეხის ნაკრძალში გერმანელ ტურისტზე, სავარაუდოდ, სექსუალურად იძალადეს. აღნიშნულის შესახებ “ფორმულასთან” ნაკრძალის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ისაუბრეს.

არსებული ინფორმაციით, გერმანიიდან ჩამოსული ტურისტი ცოლ-ქმარი ღამისთევით ლაგოდეხის ნაკრძალში, შავი კლდეების ტბაზე იყვნენ, რა დროსაც ადგილობრივმა კაცმა გერმანელ ქალზე, სავარაუდოდ, სექსუალურად იძალადა.

ადგილობრივი მამაკაცი შავი კლდეების ტბაზე კიდევ ოთხ მეგობართან ერთად იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინიტროში ამბობენ, რომ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. ლაგოდეხის რაიონულ სამმართველოში მოწმეების გამოკითხვა მიმდინარეობს.

 

იტვირთბა....