“სალომე ჭკადუამ აგარაკის ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრა, კერძოდ, იქ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე. მოწმემ ასევე ვიდეო ჩანაწერებზე იდენტიფიცირება მოახდინა, კონკრეტულად კი, „მერსედესის“ ავტომობილის მგზავრების. მოწმემ აღნიშნა, რომ მან პიროვნებები სატელეფონო კონფერენციის სახით დააკავშირა და მოისმინა, როგორ საუბრობდნენ ჩადენილ ძალადობასთან დაკავშირებით.”
ნანა გუგუტიშვილი – პროკურორი
მცხეთის რაიონულ სასამართლში 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანების სასამართლო პროცესი გაიმართა. დღეს მოწმის სახით 4 პირი და ასევე გამომძიებლები დაიკითხნენ.
პროკურორის ნანა გუგუტიშვილის განცხადებით, ერთ-ერთმა მოწმემ, სალომე ჭკადუამ გამოიებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა.