ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

კარანტინის დღეების რაოდენობა შესაძლოა შემცირდეს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკარანტინო სივრცეში ყოფნის დღეების რაოდენობა შესაძლოა შემცირდეს. ამის შესახებ გამყრელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ კარანტინის დღეების საჭირო რაოდენობა 9-მდე სემცირდეს.

„კარანტინი 14 დღიდან 12 დღემდე შემცირდა, ახლა რამდენიმე მექანიზმია დამუშავების პროცესში, იგივე 8 დღე და შემდეგ ტესტირება, ან კიდევ სხვა მიდგომები. გარკვეული ცვლილებები შეიძლება იყოს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, სისტემა დღეს ბევრად უკეთესად არის მზად, ვიდრე ეს იყო თებერვალში, მარტსა და აპრილში.

იტვირთბა....