გურიაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 3 შემთხვევაა აღმოჩენილი, აქედან ერთი ინფიცირებული ქორწილში იმყოფებოდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ინფიცირებული შუა ხნის კაცი ბათუმში, ქორწილში წინა კვირას იმყოფებოდა.
„გურიაში გვაქვს 3 დადასტურებული შემთხვევა. გარკვეულწილად ერთი ებმის ისევ და ისევ აჭარას და მიმდინარეობს ეპიდკვლევა“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ცნობისთვის, ჩოხატაურში, სოფელ ქვენობანში, სამი თვის ჩვილს კორონავირუსი დაუდგინდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.