ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

კორონავირუსით ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომელი დაინფიცირდა

ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის მინისტრო ავრცელებს.

დაცვის თანამშრომელი დედისგან დაინფიცირდა, რომელიც საკონდიტრო საწარმო “დონაში” იმყოფებოდა.

ცნობისთვის, დაცვის წევრი გარე პერიმეტრს იცავდა და მას საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლებთან შეხება არ ჰქონია.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საკონდიტრო “დონას” კლასტერს 35 შემთხვევა უკავსირდება.

იტვირთბა....