“ჟანდგბადის ბალონი საერთოდ არ არის აფეთქებული, შიგნით აბსოლუტურად არაფერია დაზიანებული. ჩვენ ყველაზე მეტად გვაინტერესებს რა მოხდა, სულ ერთი თვის ნამუშევარი კონდინციონერი იყო და რომ არ ჩაირთო ერთი წუთითაც აღარ ვამუშავეთ.
ნინო გვალაძე – კლუბ „დეჟავუს“ დირექტორი
ამის შესახებ კლუბის დირექტორმა ჟურნალისტებტან განაცხადა.
მისივე თქმით, 2 დღის წინ კონდინციონერი შეამოწმეს, რომელიც არ მუშაობდა და გასაკეთებლად მუშებს დაუძახეს. ამის მერე რა მოხდა, მისთვისაც უცნობია.
შეგახსენებთ, 4 სექტემბერს ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე კლუბ “დეჟავუში” აფეთქება მოხდა, შედეგად დაშავდა სამი ადამიანი, ერთი კი გარდაიცვალა. აფეთქების სავარაუდო მიზეზი ჯანგბადის ბალონის აფეთქება გახდა.