“ეს პირველი სეზონი იქნება, როდესაც გრიპი და კორონავირუსული ინფექცია იქნებიან ერთად. ერთისმხრივ, ეს ძალიან საფრთხილოა, იმიტომ რომ ურთიერთდამძიმების პოტენციალი შეიძლება ქონდეთ.”
ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი
ამის შესახებ გამყრელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ასევე, გამყრელიძის ტქმით, გრიპის კლინიკური სურათი და კოვიდის კლინიკური სურათი თითქმის იდენტურია და გარჩევა ერთმანეთისგან ხდება ლაბორატორიულად.
შეგახსენებთ, საქართველოში ახალი კორონავირუსი სულ1621 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 1302 გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 19.