ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აჭარის ტელევიზიამ კორონავირუსის გამო მაუწყებლობა შეწყვიტა

მას შემდეგ, რაც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, ტელევიზიამ მაუწყებლობა შეწყვიტა ამის სესახებ არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ვახო ხუზმიაშვილმაპირველ არხთან განაცხადა.

მისივე თქმით, აჭარის ტელევიზიის ეთერში საქართველოს პირველი არხის ტრანსლირება მოხდება.

“მაუწყებელში შესვლა არის შეჩერებული. მოვიდნენ შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები, იწყება თანამშრომლების ტესტირება. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, შეჩერდეს მაუწყებლობა. ამ წუთებში უკვე ჩართულია პირველი არხი და მოხდება პირველი არხის ტრანსლირება ჩვენს ეთერში, ვიდრე არ იქნება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან შესაბამისი რეკომენდაციები”. – უთხრა არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ვახო ხუზმიაშვილმა.

შეგახსენებთ, კორონავირუსი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთ თანამშრომელს გამუვლინდა. ხოლო,  ტელევიზიაში ეპოდემიოლოგები დაიწყებენ პროტოკოლით დადგენილი სამუშაოების განხორციელებას.

იტვირთბა....