კორონავირუსი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთ თანამშრომელს გამუვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
როგორც განცხადებასია ნათქვამი, ხვალ დილიდან, ტელევიზიაში ეპოდემიოლოგები დაიწყებენ პროტოკოლით დადგენილი სამუშაოების განხორციელებას.
“თუ რა რეჟიმში განაგრძობს მაუწყებელი მაუწყებლობას, სპეციალისტების დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, საქართველოში ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 621 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 302 – ს შეადგენს.