ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

გამყრელიძე განმარტავს, როგორ დაინფიცირდა კორონავირუსით 3 თვის ჩვილი

ჩოხატაურში, სოფელ ქვენობანში, კორონავირუსით ინფიცირებული  სამი თვის ჩვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ჩვილის ოჯახი დაინფიცირებული ქალის კონტაქტს წარმოადგენდა და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

ამირან გამყრელიძის თქმით, ინფიცირებულს ჩვილი ხელში ეჭირა და სწორედ ასე მოხდა ვირუსის გადადება.

„ფიზიკური კონტაქტი იყო, ბავშვი ხელში ეჭირა ინფიცირებულს,“- განაცხადა გამყრელიძემ.

ჩოხატაურში, სოფელ ქვენობანში, სამი თვის ჩვილის დაინფიცირების შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა.

იტვირთბა....