ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

ჩოხატაურში სამი თვის ბავშვი კორონავირუსით დაინფიცირდა

ჩოხატაურში, სოფელ ქვენობანში, სამი თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მათივე თქმით, ჩვილის ოჯახი დაინფიცირებული ქალის კონტაქტს წარმოადგენდა და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

„ბავშვის ოჯახი ისედაც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ცოტა ხანში გადავიყვანთ ჩვილს კლინიკაში”, – აცხადებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჩოხატაურის ცენტრის ხელმძღვანელი ნატო ჯიბუტი.

იტვირთბა....