ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რჩება ვერსია, რომ ვინმე “ახლობელს” სცენარის მიხედვით და თვითმკვლელობის ინსცენირებისთვის ეთხოვა მისთვის წამლების ყიდვა” – ხუხაშვილი ბაჩალიაშვილის საქმეზე

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რითაც დაღუპული 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეს ეხმაურება.

როგორც ხუხაშვილი წერს, საქმეში მთავარი გამოწვევა სავარაუდო თვითმკვლელობის მოტივის დადგენაა.

“კარგია, რომ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ დაიწყო საჯარო ინტერესის დაკმაყოფილება. ახლა ძიებისთვის მთავარი გამოწვევაა სავარაუდო თვითმკვლელობის მოტივის დადგენა. ოღონდ არა იმ მეთოდებით, რასაც ქვია ყვავი-ჩხიკვის ბებიას ტელეეთერებში პროწიალი.
ეს ეჭვებს კი არ აქრობს, არამედ უფრო აძლიერებს. რაც შეეხება წამლების შეძენას. ეს სერიოზული არგუმენტია, მაგრამ რჩება ვერსია, რომ ვინმე “ახლობელს” სცენარის მიხედვით და თვითმკვლელობის ინსცენირებისთვის ეთხოვა მისთვის წამლების ყიდვა და მისი “ახლობლისთვის” მიტანა ზუსტად იმ სოფელში, სადაც ის მოძრაობდა. კადრებში ჩანდა, რომ ის რაღაც ადგილს ეძებდა. ეს შეთქმულების თეორიაა. თუმცა დასაშვები, სანამ საპირისპიროს არ დაამტკიცებს პროკურატურა”, – წერს ხუხაშვილი.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, თამარ ბაჩალიაშვილის სხეულში რამდენიმე მედიკამენტი აღმოჩდა.

იტვირთბა....