“1 თვის მანძილზე ვატყობდი ჩემ შვილს, რომ შეშინებული იყო. ძილშიც კი ჩემ გვერდით იწვა და ხტოდა, როდესაც არასდროს ჰქონია ასეთი შფოთიანი ძილი. არაფერს არ გვეუბნებოდა. ამბობდა, რომ სრულწლოვანი ვარ და მე თვითონ მივხედავ ჩემ პრობლემებსო. ჩვენ დაგვიცვა ამით, რომ არაფერი არ თქვა.”
თეონა თამაზაშვილი – დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის დედა
როგორც თეოა თამაზაშვილმა აღნიშნა, როცა ექსპერტიზის დასკვნას გაეცნო, მისი პირველი რეაქცია იყო ის, რომ ეს იყო უნიჭო რეჟისორის დადგმული სპექტაკლი, თვითმკვლელობის ინსცენირება.