ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ბაჩალიაშვილის YouTube არხიდან მისივე 16 ვიდეოა ჩამოტვირთული” – პროკურატურა

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის YouTube-ის პირადი არხიდან ჩამოტვირთულია მისი გამოსახულებით 16 ვიდეოჩანაწერი – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, მისი მობილური ტელეფონიდან, ასევე ჩამოტვირთულია თამარ ბაჩალიაშვილის გამოსახულებით სამი ვიდეოჩანაწერი. ჩანაწერებზე დანიშნულია ვიდეოსკოპური ექსპერტიზა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ დღესქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაც გაასაჯაროვა, რომლის მიხედვით, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის სხეულიდან აღებულ ბიოლოგიურ ობიექტებში: კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნაწლავი, თირკმელი, კუნთი – აღმოჩნდა წნევის, ტკივილგამაყუჩებელი და საძილე პრეპარატების შემცველი ნივთიერებები.

ექსპერტიზის დასკვნით, გარდაცვლილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების ოდენობა ასეულებით აღემატება დადგენილ მინიმალურ ლეტალურ ოდენობას. ასევე, აღნიშნული მედიკამენტები ერთდროულად მიღებისას აძლიერებენ ერთმანეთის მოქმედებას ორგანიზმზე.

იტვირთბა....