“დარწმუნებული ვარ, მანამდეც არ გვაკლდა თვალთვალი, მაგრამ მას შემდეგ რაც ძალიან სერიოზული საფრთხე დაინახეს, რამდენიმე დღის წინ მივიღე ძალიან ვრცელი შეტყობინება, ფურცელზე დაწერილი, მესმის რომ ვიღაცამ ეს შეიძლება ისე დაწეროს, მაგრამ ოპერატიული მანქანის ნომრებია ჩამოთვლილი, როგორ გვითვალთვალებენ მე, ჩემი ოჯახის წევრებს, ჩემს მეგობრებს პარტიაში და პარტიის ლიდერებს. მათ შორის ყველა იმ ადამიანს ვინც ჩემს გუნდშია. ჩვეულებრივად, მანქანის ოპერატიული ნომრებია.”
ხატია დეკანოიძე – “ნაციონალური მოძრაობის” ისნის მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატი
როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, სუს-ი საკუთარ უფლებამოვალეობას არ ასრულებს და დასდევს ოპოზიციის ლიდერებს. მისი თქმით, ყველაფერი ეს არის ზუსტად იმ შიშის შედეგი რაც აქვს “ქართულ ოცნებას.”