“ჩვენს ბავშვობაში ვაწარმოებდით დღიურს, ვწერდით შეყვარებულს თუ დავშორდებოდით, რომ სიცოცხლე არ გვინდოდა, გადმოვხტები მეხუთე სართულიდან და ა.შ. თამარიც წერს დღიურში, ტირის და ამბობს, რომ მე არ მინდა არაფერიო და მშვიდობითო. ჯერ დაუდგენელია, სად არის ეს ვიდეო გადაღებული. ჩემთვის ბევრი რამეა დაუდგენელი და იმათთვის დადგენილია ყველაფერი.”
მიხეილ რამიშვილი – დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი
თამარ ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორი ადასტურებს, რომ როგორც გარდაცვლილის პირადი მობილური ტელეფონიდან, ისე მისი იუთუბის გვერდიდან ამოღებულია ვიდეო ჩანაწერები, რომელიც საქმისთვის მნიშვნელოვანია.