ახალი ამბები მთავარი სამართალი

“თამარს დიდი რაოდენობით პრეპარატების შეძენა აიძულეს” – ბაჩალიაშვილის დედა

დაღუპული 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და არ გამორიცხავს, რომ მის შვილს დიდი რაოდენობით პრეპარატების შეძენა აიძულეს.

როგორც თეონა თამაზაშვილი აცხადებს, ბაჩალიაშვილმა ასევე შეიძინა გასახდომი ჩაი, რაც მისი თქმით, სუიციდის ფაქტს ლოგიკურად არ უკავშირდება.

თეონა ბაჩალიაშვილი გამოძიებისგან სატელიტიდან ამოღებული ფოტოების გასაჯაროებას ითხოვს, სადაც გამოჩნდება, იდგა თუ არა თამარის ავტომობილი ადგილზე გაუჩინარების დღიდან.

იტვირთბა....