ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისში, სამსართულიან შენობაში ხანძარი გაჩნდა

 

თბილისში, პურის მოედანზე მდებარე ერთ-ერთ ობიექტში ხანძარი გაჩნდა, რომელიც ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ცეცხლი სამსართულიანი შენობის ბოლო სართუოლზე გაჩნდა. ადგილობრივების ინფორომაციით, ამ ობიექტზე სასტუმროს გასახსნელად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.

როგორც ცნობილია, ხანძრის დროს შენობაში არავინ იყო.

ადგილზე მობილიზებულია ხუთი ერთეული სახანძრო-სამაშველო მანქანა, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ტერიტორიაზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

შენობას ცეცხლი დაახლოებით ერთი საათის წინ გაუჩნდა.

იტვირთბა....