ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

7 კოვიდინფიცირებული და 60 კონტაქტი – რუსთავში “ავერსის” კლინიკის 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქვემო ქართლში კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოვლინდა. “ავერსის” რუსთავის ფილიალის 13 თანამშრომელს კოვიდ-19 დაუდასტურდა, აქედან 7 რუსთავის მკვიდრია. როგორც ქვემო ქართლის ჯანდაცვის ხელმძღვანელი, დავით ბეგაშვილი აცხადებს, 7 კოვიდინფიცირებული თანამშრომლის 60 კონტაქტია მოძიებული, აქედან 15 კარანტინშია გადაყვანილი, დანარჩენი თვითიზოლაციაში იმყოფება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ავერსის” კლინიკაში მედპერსონალი მთლიანად ჩანაცვლებულია. ადგილზე მხოლოდ ის ლაბორატნტები რჩებიან, რომელბსაც კორონავირუსზე ტესტი სისტემატურად უტარდებათ.

იტვირთბა....