ახალი ამბები მთავარი ციტატა

გახსნა თუ არა ლადო ბაჭულაშვილი ბაჩალიაშვილის კომპიუტერი – პროკურორის განცხადება

„დაკითხვისას მას დაესვა ყველა კითხვა, რაც ოჯახმა გააჟღერა. რაც შეეხება ინფორმაციას, რომ ლადო ბაჭულაშვილმა გახსნა კომპიუტერი, ეს არ შეესაბამება სიმართლეს გამომდინარე იქედან, რომ კომპიუტერის გახსნა მოხდა ექსპერტების მიერ ექსპერტიზისას.”

დავით გუმბერიძე – პროკურორი.

ამის შესახებ მან პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მთავარ პროკურატურაში 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ექსპერტიზების შედეგები და მასთან შემხებლობაში მყოფი მტკიცებულებები გაასაჯაროვეს.ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სხეულში აღმოჩნდა წნევის, ტკივილგამაყუჩებელი და საძილე პრეპარატების შემცველი ნივთიერებები და აღმოჩენილი მედიკამენტების ოდენობა ასეულებით აღემატება დადგენილ მინიმალურ ლეტალურ ოდენობას.

იტვირთბა....