ახალი ამბები მთავარი სამართალი

შუახევში 100 მეტრის სიმაღლიდან მანქანა გადავარდა – გარდაიცვალა სამი ადამიანი

აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედგად სამი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისიტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შუახევში მანქანა ხევში, დაახლოებით, 100 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. გარდაცვლილებიდან ორი მათგანი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები არიან.

შსს-ს განცხადებით, დაშავებულები მაშველებმა უსაფრთხო ადგილზე მალევე გამოიყვანეს, ხოლო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ისინი სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

იტვირთბა....