გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 დაკავებული პირიდან ორს ბრალი დაუმძიმდა. გამოძიება საბა ჩხარტიშვილსა და ირაკლი წაქაძეს სისხლი სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის გარდა, ახლა, 120-ე მუხლსაც ედავება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანებას გულისხმობს. ამის შესახებ ჟურნალისტებთან ჩარტიშვილის ადვოკატმა განაცხადა.
ადვოკატის ინფორმაციით, საქმე ეხება აგარაკზე ჩხუბის ეპიზოდს. რა დროსაც “საბურთალოელები” ფიზიკურად გაუსწორდნენ “ნახალოვკელებს.”
“საბა ჩხარტიშვილის 3 სექტემბერს დაუმძიმდა ბრალი, მას სსკ 120-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანებას. დაზიანებები საბა ჩხარტიშვილს არ მიუყენებია გიორგი შაქარაშვილისთვის, მანამდე დანიშნული ექსპერტიზებით, რომლითაც უნდა დადგენილიყო ორი პირის მიმართ დაზიანებების ხარისხი, აღნიშნული გახდა ბრალის დაზუსტების მიზეზი“ – განაცხადა ადვოკატმა დავით ჭიკაიძემ.
დაკავებულ საბა ჩხარტიშვილს ბრალი სსკ 126-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, მას სსკ 120-ე მუხლიც დაემმატა.
ამ დროისთვის საქმეზე დაკავებულია 17 პირი. ბრალდებულების ნაწილის წინასასამართლო პროცესი უკვე ჩატარდა და მოსამართლემ ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვა. პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 5 პირს განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუმძიმდა. აღნიშნული 5 პირი “ტოიოტა ქამრის” მგზავრები არიან.
ცნობისთვის, ბრალდებული 17 პირიდან 6 არასწრულწლოვანია, რომელთა საქმეც ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი.
შეგახსენებთ, 22 ივნისს გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. 10 ივლისს გიორგი შაქარაშვილის პირველი ექსპერტიზის პასუხი გახდა ცნობილი, რომლის თანახმადაც, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ გიორგი შაქარაშვილს სხეულზე სიცოცხლის დროინდელი 12-მდე დაზიანება ჰქონდა.