aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მინდა, სასიამოვნო განცხადება გავაკეთო” – თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას მიმართავს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში განაცხადა, რომ პაციენტებმა, რომლებმაც გადაიტანეს კორონავირუსი, გამოუმუშავდათ იმუნიტეტი და ანტისხეულები, რომელიც მათ რჩებათ გარკვეული დრო.

ცერცვაძემ კოვიდინფექცია გადატანილ პაციენტებს სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდა, რათა ამ გზით სხვა პაციენტების სიცოცხლის გადარჩენა გახდეს შესაძლებელი.

“გამოისახა ძალიან კარგი პერსპექტივა, შექმნილია COVID-19-ის სამკურნალო მონოკლონური ანტისხეულები – ეს არის მედიკამენტების პრინციპულად ახალი თაობა. ეს არ არის არცერთი აქამდე ცნობილი წამალი, ისინი სხვა, ქიმიური პრეპარატები იყვნენ. ეს არის ანტისხეულები ვირუსის საწინააღმდეგოდ, ოღონდ მონოკლონური. ბევრი დაავადების სამკურნალოდ, სადაც შექმნეს ეს მონოკლონური ანტისხეულები, რევოლუცია მოახდინა.

მინდა, სასიამოვნო განცხადება გავაკეთო – ეს იმდენად ახალი მედიკამენტია, რომ ყველას არ ანდობენ და პირადად ფაუჩის რეკომენდაციით, ჩვენ ჩაგვრთეს ამ კვლევაში.

ხშირად მეკითხებოდნენ კოვიდგადატანილი პლაზმით ავადმყოფების მკურნალობაზე. ეს დღეს რჩება ერთ-ერთ ეფექტურ მეთოდად და ერთადერთ საშუალებად, რომელიც პირდაპირ ვირუსზე მოქმედებს. ვინც გადაიტანა კოვიდი, მას გამოუმუშავდა იმუნიტეტი, გამოუმუშავდა ანტისხეულები, რომელიც მას რჩება გარკვეული დრო – ჯერ არ ვიცით, რჩება 3 თვე, 1 წელი თუ მთელი სიცოცხლე, მაგრამ 3 თვე მაინც რჩება.

მე მინდა მოგიწოდოთ, ვინც გადაიტანეთ კოვიდი, გააკეთეთ სიკეთე, მობრძანდით და ჩააბარეთ სისხლი, რათა თქვენი სისხლით გადაარჩინოთ სხვა ავადმყოფები.

რატომ არ დაინერგა ფართოდ და რატომ არ ჩაითვალა, რომ ეს გადარჩენის საშუალებაა? იმიტომ, რომ აღმოჩნდა, ყველა გადატანილს ეს დამცველი ანტისხეულები საკმარისად არ აქვს. ბევრს ძალიან ცოტა აქვს და ის არ ყოფნის სხვის გადასარჩენად. მონოკლონური ანტისხეულები გამომუშავდება ხელოვნურად, იქ გარანტირებულია მათი მაღალი კონცენტრაცია. დიდი ალბათობით, მათ გამოყენებას ექნება 100%-იანი თუ არა, მაღალი ეფექტი “, – განაცხადა ცერცვაძემ.

იტვირთბა....