“მე, დავით უსუფაშვილი მიხეილ სააკაშვილო, ხელს არ გიშლით, ჩამოხვიდეთ საქართველოში, მეტი რა გითხრა, ჩამოდი და მიხედე იმ შენს ბედს, მომავალს და გეგმებს. მორჩა, ამით დავასრულე საუბარი. ჩამოვიდეს საქართველოში, თუ უნდა საქართველოში ყოფნა. ივანიშვილს ვეუბნები, წადი საქართველოდან, თუ არ გინდა საქართველოში ყოფნა. ერთად გინდათ სადმე შეხვედრა? შეხვდით, მაგრამ დაანებეთ ამ ქვეყანას თავი, ამ ქვეყანას აქვს სხვა მომავალი და ეს მომავალი არ შეიძლება, იყოს დაკავშირებული ვინმე კონკრეტული ადამიანის ხუშტურებთან, სურვილებთან, დაუკმაყოფილებელი ვნებების დაკმაყოფილებასთან.”
დავით უსუფაშვილი – “ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი
“პალიტრანიუსი”
უსუფაშვილის თქმით, საქართველოს სხვა მომავალი აქვს და ეს მომავალი არ შეიძლება დაკავშირებული იყოს ვინმე კონკრეტული ადამიანების „ხუშტურებთან და დაუკმაყოფილებელი ვნებების დაკმაყოფილებასთან“.