ახალი ამბები მთავარი სამართალი

“არ ვარ მომხრე, რომ ახალგაზრდა ქალი, სიმკაცრით დაისაჯოს” – მირიან ნიკოლაძე შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ ქალზე

გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე სამართალდამცავების მიერ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ქალის დაკავებას ეხმაურება.

როგორც ნიკოლაძე აცხადებს, ფეხბურთელის საქმეზე, ცრუ ინფორმაციებით ხდებოდა გზა-კვალის არევა.

„მე ათასგზის ვახსენე, რომ ცრუ ინფორმაციებით ხდებოდა გზა-კვალის არევა.
ყველას სურდა და დღესაც რამოდენიმე კონკრეტული ჯგუფი პოლიტიკური დაინტერესებიდან გამომდინარე ცდილობს, რომ მკვლელებს დააფარონ ხელი და მათ კონკრეტული ტელევიზიაც ეხმარებათ.

რაც შეეხება მოწმეს არ ვარ მომხრე, რომ ახალგაზრდა ქალი, რომელსაც შვილი ჰყავს რაღაცა სიმკაცრით იქნას დასჯილი, მაგრამ ის ფაქტი, რომ ასეთ მნიშვნელოვან საქმეზე ადამიანს ჰყოფნის იმის უნარი, რომ ელემენტარული პასუხისმგებლობა არ ჰქონდეს და შეცდომაში შეიყვანოს გამოძიება დასჯის გარეშე არ გამოვა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს სწორი სამართლებრივი მოვლენაა. ეს უნდა იყოს პრევენცია და სიგნალი იმ ხალხისთვის ვისაც ვიღაცები უკეთებენ ორგანიზებას, რომ ასეთი რამ გააკეთონ“,- აცხადებს ნიკოლაძე.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ, 19 წლის ფეხბურთელის განზრახ მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში ბრიფინგზე განაცხადეს.

19 წლის ფეხბურთელის საქმეზე დანიშნული კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია. ექსპერტებმა პასუხი გასცეს დარჩენილ 6 კითხვასაც, რასაც უნდა დაედგინა, გამოიწვევდა თუ არა დაზიანებები გონების დაკარგვას.

იტვირთბა....