მთავარი ციტატა

“ესეც ცენტრ “ემპათიის” ილუზიებია”- გეჯაძე ჯიშკარიანს პასუხობს

“ესეც ცენტრ  “ემპათიის” ილუზიებია. გვამური ლაქები განლაგებულია სხეულის წინა ზედაპირზე. “ემპათიის” პოზიცით, ზურგის არეში მიიჩნიეს, რომ გვამური ლაქები ჰქონდა. სინამდილებში, ზურგის არეში გვამურ ლაქებს ადგილი არ აქვს. შესაბამისად სხეულის გადაადგილებასა და გადმოადგილებას ადგილი არ ჰქონია. ასევე, დაზიანება არ აქვს გულმკერდის არეში, არც გულმკურდზე არც ზურგის არეში არ აქვს.”

ალექსანდრე გეჯაძე  – დამოუკიდებელი ექსპერტი

“დღის ამბეი”

აღნიშნულით გეჯაძე ცენტრ “ემპათიის” ხელმძღვანელის მარიამ ჯისკარიანის შეფასებას გამოეხმაურა, რომელიც ამბობს, რომ შაქარაშვილს გვამის სურათებიდან დგინდება, რომ ის გადაადგილებულია. 

ცნობისთვის, კომისიური ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ  გიორგი შაქარაშვილის სახეზე (თავზე) არსებული დაზიანებები გამოწვევდა ტვინის შერყევას,  რომელსაც ხშირად თან სდევს გონების დაკარგვა. თავის მხრივ, გონების დაკარგვა კი შაქარაშვილს გადაადგილებას შეუზღუდავდა.

იხილეთ კომისიური ექსპერტიზის დასკვნას.

იტვირთბა....