ახალი ამბები მთავარი ციტატა

შაქარაშვილის ბიძა საქმის ცრუ მოწმესთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

“არ ვარ მომხრე, რომ ახალგაზრდა ქალი, რომელსაც შვილი ჰყავს ,რაღაცა სიმკაცრით იქნას დასჯილი, მაგრამ ის ფაქტი, რომ ასეთ მნიშვნელოვან საქმეზე ადამიანს ჰყოფნის იმის უნარი, რომ ელემენტარული პასუხისმგებლობა არ ჰქონდეს და შეცდომაში შეიყვანოს გამოძიება დასჯის გარეშე არ გამოვა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს სწორი სამართლებრივი მოვლენაა. ეს უნდა იყოს პრევენცია და სიგნალი იმ ხალხისთვის, ვისაც ვიღაცები უკეთებენ ორგანიზებას, რომ ასეთი რამ გააკეთონ.”

მირიან ნიკოლაძე – გიორგი შაქარაშვილის ბიძა და ოჯახის ადვოკატი.

ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა. 

პროკურატურამ, 19 წლის ფეხბურთელის განზრახ მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ მტავარ პროკურატურაში ბრიფინგზე განაცხადეს.

19 წლის ფეხბურთელის საქმეზე დანიშნული კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია. ექსპერტებმა პასუხი გასცეს დარჩენილ 6 კითხვასაც, რასაც უნდა დაედგინა, გამოიწვევდა თუ არა დაზიანებები გონების დაკარგვას.

იტვირთბა....