“რადგან წინა ექსპერტიზის შედეგებში გვეწერა, რომ დაზიანებები ხანდაზმულობით განვითარებული უნდა ყოფილიყო სიკვდილამდე დროის ახლო პერიოდში. გამოძიებამ დაგვიკონკრეტა შეკითხვა, თუ რა იგულისხმებოდა სიკვდილამდე დროის ახლო პერიოდში. ამ მიმართულებით მუშაობა ჩაატრა პროფესორმა ბურკაძემ, მოლეკულური პათოლოგიის ხელმძღვანელმა და შესაბამისად, განსაზღვრა ამ სისხლნაჟღენთების ხანდაზმულობა, კერძოდ, მათი ხანდაზმულობა უნდა შემოიფარგლოს 10-დან 20 წუთის ინტერვალში, ანუ დაზიანებების მიყენებიდან სიკვდილამდე 10-დან 20 წუთის ინტერვალია.”
ალექსანდრე გეჯაძე – დამოუკიდებელი ექსპერტი
ტვ “პირველი”
ცნობისთვის, კომისიური ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ გიორგი შაქარაშვილის სახეზე (თავზე) არსებული დაზიანებები გამოწვევდა ტვინის შერყევას, რომელსაც ხშირად თან სდევს გონების დაკარგვა. თავის მხრივ, გონების დაკარგვა კი შაქარაშვილს გადაადგილებას შეუზღუდავდა.
იხილეთ კომისიური ექსპერტიზის დასკვნას.