“ცალსახად დადგინდა და დადასტურდა, რომ შაქარაშვილის თავზე არსებული დაზიანებების ხასიათის, მათი მასშტაბურობის გათვალისწინებით, მაღალი ალბათობით, ადგილი უნდა ჰქონოდა ქალა ტვინის ტრავმას, თავის ტვინის შერყევის სახით. ცალსახაა, რომ თავის ტვინის შერყევებს ხშირად ახასიათებს და თან სდევს გონების კარგვის ეპიზოდები. გონების დაკარგვა ქალა ტვინის ტრამვების, კერძოდ, თავის ტვინის შერყევებში გრძელდება რამდენიმე წამიდან, რამდენიმე წუთის ჩათვლით და საშუალოდ, არაუმეტეს 5 წუთისა. სწორედ ამ მდგომარეობაში მყოფ შქარაშვილს ბუნებრივია, გაუძნელდებოდა და ხელი შეეშლებოდა მოძრაობისა და გადაადგილების თვალსაზრისით.”
ალექსანდრე გეჯაძე – დამოუკიდებელი ექსპერტი
ტვ “პირველი”
ცნობისთვის, კომისიური ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ გიორგი შაქარაშვილის სახეზე (თავზე) არსებული დაზიანებები გამოწვევდა ტვინის შერყევას, რომელსაც ხშირად თან სდევს გონების დაკარგვა. თავის მხრივ, გონების დაკარგვა კი შაქარაშვილს გადაადგილებას შეუზღუდავდა.
იხილეთ კომისიური ექსპერტიზის დასკვნას.