ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ექსპერტიზამ 14 მთავარი შეკითხვის პასუხი უპირობოდ გაგვაცნო” – შაქარაშვილის ბიძა

“იმ ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ სისხლის სამართლის საქმის მასალებში გვქონდა, ბუნებრივია ეს პროგნოზირებადი იყო, თუმცა კარგია, რომ ექსპერტიზას დაზუსტების შესაძლებლობა მიეცა. როდესაც ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ და ბუნებრივია, დაცვის მხარე ცდილობს ყველა მეთოდით საზოგადოების აზრის ფორმირება მოახდინოს უდანაშაულობის თვალსაზრისით, შესაძლებელია ამის გამოყენებაც სცადოს ვინმემ, მაგრამ იურიდიულად და ფაქტობრივად, ეს გამორიცხულია. ექსპერტიზამ 14 მთავარი შეკითხვის პასუხი უპირობოდ გაგვაცნო და ამომწურავად უპასუხა ყველაფერს.”

მირიან ნიკოლაძე – გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძა და ოჯახის ადვოკატი.

19 წლის ფეხბურთელის საქმეზე დანიშნული კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია. ექსპერტებმა პასუხი გასცეს დარჩენილ 6 კითხვასაც, რასაც უნდა დაედგინა, გამოიწვევდა თუ არა დაზიანებები გონების დაკარგვას.

იტვირთბა....