“გამოძიება ჩიხშია შესული და გამოდის, რომ რაც არ უნდა იყოს დასკვნა, მაინც არ გვექნება პასუხი კითხვაზე, ეს იყო თვითმკვლელობა თუ მკვლელობა. ექსპერტიზის დასკვნა პასუხს მოგვცემს უშუალოდ გარდაცვალების მიზეზე, თუმცა რა ვითარებაში მოხდა გარდაცვალება, ამაზე ექპერტიზა პასუხს ვერ გასცემს. ამაზე პასუხი უნდა გასცეს გამოძიებამ სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც აქამდე არც გვინახავს. ამიტომ, ოჯახს გამოძიებასთან კითხვები და ეჭვი აქვს და გამოძიება ამ ეჭვების გაფანტვას ვერ ახერხებს.”
მარიამ ჯიშკარიანი – ცენტ “ემპათიის” ხელმძღვანელი
“დღის ამბები”
თამარ ბაჩალიაშვილის ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა ცნობილია, ტუმცა ჯერ არ გასაკაროვებულა. არსებული ინფორმაციით, დასკვნის მიხედვით 23 წლის პროგრამისტის გარდაცვალების მიზეზად მედიკამენტებით ინტოქსიკაცია სახელდება.