“ყველას უნდა გვესმოდეს, რომ გლობალური პანდემია გამოწვევაა, რომელთან ერთად ცხოვრებაც მოგვიწევს, როგორც ჩანს, შემდგომი წელიწადი, წელიწადნახევარი. ყველას ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანაა, სწორად ვმართოთ რისკები.”
გიორგი გახარია – პრემიერ-მინისტრი
ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებისას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
ცნობისთვის, კორონავირუსის ინფიცირების 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 568 შემთხვევაა დადასტურებული.