ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“მოვიდა საბოლოო დასკვნა” – ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

თამარ ბაჩალიაშვილის ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა ცნობილია. როგორც ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს,  ის ოჯახის წევრებთან ერთად დასკვნას ხვალ გაეცნობა. ასევე ხვალ გახდება ცნობილი დნმ-ის ანალიზის კვლევის პასუხები.

3 სექტემბერს გაირკვევა, ნამდვილად იყო თუ არა მანქანაში აღმოჩენილის ცხედარი 23 წლის პროგრამისტის.

“მოვიდა საბოლოო დასკვნა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან ეს არის საბოლოო დასკვნა, ვეცნობით, სხვა საბოლოო დასკვნებიც  არის მოსული – ამბობს რამიშვილი.

ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ ბაჩალიაშვილის დედამ განაცხადა, რომ მისმა შვილმა გაშიფრა სქემა, თუ როგორ მარაგდებოდა ყარაბაღის ომი იარაღით. ამასთან მისივე მტკიცებით, თამარს იარაღის შესაძენად დიდი ოდენობით თანხა სხვადასხვა კომპანიებიდან გადაარიცხინეს, შემდეგ კი თავიდან მოიშორეს.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. მოგვიანებით 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

იტვირთბა....