“ცოტა მაკვირვებს, ასეთი მატება, რაც დღეს გაცხადდა, მაშინ არ იყო. არ შემიძლია ვინმეს რამე დავაბრალო, მაგრამ კითხვები ჩნდება. დღეს 38 გამოცხადდა, – ასეთი მატება ყოველდღე მაშინ არ გვქონდა, განგაში რომ იყო და ყველანი ვიყავით გამომწყვდეულები.”
თაკო ჩარკიანი – “კანონი და სამართალის” დამფუძნებელი.
ამის შესახებ მან TV პირველის გადაცემა “საჯარო პოლიტიკაში” განაცხადა.
ცნობისათვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.