ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კორონავირუსის ახალი კერები – კოვიდ-19 სუპერმარკეტ “ბაიასა” და ნახევარფაბრიკატების საწარმოში

თბილისში კორონავირუსის ახალი შემთხვევები დადასტურდა. ნახევარფაბრიკატების საწარმოს თანამშრომელი ოჯახის ორ წევრთან ერთად ახლა ბოქსირებულ სექტორში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას “კუერიერი” ავრცელებს.

„ნახევარფაბრიკატების საწარმოში, სადაც თანამშრომელს,  კორონავირუსი გასულ კვირას დაუდასტურდა, ამ ეტაპზე არც სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარებულა და არც თანამშრომლები გადასულან კარანტინში. ახალგაზრდა მამაკაცის ინფიცირების წყარო კი არის დედა, რომელიც „ქართული ოცნების“ სათავო ოფისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია.

ცნობისათვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 39 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

იტვირთბა....