„იმის თქმა, თითქოს პანდემიამ ხელი შეუწყო „ქართულ ოცნებას” ან ნებისმიერ ხელისუფლებას, იქნება ეს ამერიკის შეერთებული შტატები თუ საფრანგეთი, არის არალოგიკური. გაცილებით უფრო თავდაჯერებულები ვიქნებოდით, რომ არა პანდემია. უშველებელი რაოდენობის პროგრამები ვერ განვახორციელეთ, რომელიც გვინდოდა გაგვეკეთებინა.მაგალითად, მასწავლებლებისთვის მასიურად ხელფასების მომატება. მოემატათ, მაგრამ იმდენი არა, რასაც ვფიქრობდით, მაგრამ იმდენი სოციალური პროგრამა შევინარჩუნეთ, თუნდაც ბავშვების დახმარება. დაახლოებით 20 პუნქტია ჩამონათვალი, სადაც 2008 წლის შემდეგ, კრიზისის დროს, სააკაშვილმა ნული თეთრი ჩადო ხალხის დასახმარებლად.
გია ვოლსკი – “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი.
ამის შესახებ მან ტელეკომპანია „პალიტრანიუსის” გადაცემა „დღის ნიუსრუმში” განაცხადა.