ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ბათუმის ერთ-ერთ სამარშუტო ხაზზე კორონავირუსი გამოვლინდა” – თორნიკე რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ხელვაჩაური-ბათუმის N7 სამარშუტო ხაზზე კორონავირუსი გამოვლინდა – ამის შესახებ რიჟვაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, მოსახლეობას მოუწოდა, ვისაც ამ სამარშუტო ხაზთან შეხება ჰქონდა, მიმართოს შესაბამის ლაბორატორიებს და კარვებს, სადაც ისინი უფასოდ შეძლებენ ტესტირების გავლას.

როგორც რიჟვაძემ აღნიშნა, ამ ეტაპისთვის ბატუმის ჩაკეტვა არ იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

იტვირთბა....