ახალი ამბები ციტატა

“რესპირაციული ვირუსებისგან განსხვავებით კორონავირუსი აზიანებს მრავალ ორგანოსა და ორგანოთა სისტემას” – გოგინავა

“კორონავირუსი საკმაოდ ვერაგი ინფექციაა, რადგან სხვა რესპირაციული ვირუსებისგან განსხვავებით ის აზიანებს მრავალ ორგანოსა და ორგანოთა სისტემას.  ძირითადად აზიანებს სასუნთქ სისტემასა და ფილტვებს. მოგეხსენებათ, რომ პნევმონია არის ყველაზე ხშირი და მძიმე გართულება ამ ვირუსის. გარდა ამისა აზიანებს გულსისხლძარღვთა სისტემას, იმუნურ სისტემას, სისხლის შემდედებელ სისტემას, განსაკუთრებით აზიანებს იმ ორგანოებსა და ორგანოთა სისტემებს, სადაც ადამიანს აქვს პრობლემა. გარდა იმისა, რომ კორონავირუსი თვითონაც მძიმედ მიდის, ასევე აქვს უნარი, რომ ქრონიკული თუ თანდართული დაავადებები გაამწვავოს და შედეგად ამ დაავადებებმა უფრო აგრესიული მიმდინარეობა მიიღოს.”

ალექსანდრე გოგინავა – ინფექციონისტი

ამის შესახებ გოგინავამ “რადიო პალიტრას” ეთერში განაცხადა.

იტვირთბა....