სასურსათო მაღაზიის „ნიკორას“ ერთ-ერთ ფილიალში ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა – ინფორმაციას ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს.
მისივე თქმით, მაღაზიაში საჭირო ზომები უკვე მიიღეს.
„დღევანდელ დადასტურებული შემთხვევებიდან 2 არის სწორედ სასურსათო მაღაზიის თანამშრომელი. არანაირი პრობლემა არ არის, დავასახელებ მაღაზიას.ეს არის საკმაოდ ქსელური მაღაზია. მათ გაატარეს უკვე საჭირო ზომები, შეცვალეს პერსონალი, გადაიყვანეს თვითიზოლაციაში და მიმდინარეობს მათი კვლევები. ეს არის „ნიკორა“. სამედიცინო უნივერსიტეტის მოპირდაპირე მხარეს“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.