აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, აჭარაში ეპიდსიტუაცია საგანგაშო არ არის, თუმცა საყურადღებოა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ე.წ. დონას კლასტერის ირგვლივ კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს და მათთან კონტაქტში მყოფი 100-მდე პირი საკარანტინო სივრცესა და თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილი.
მისივე განცხადებით, ეპიდემიოლოგიური ჯგუფი „დონას“ თანამშრომლების ინფიცირების წყაროს დადგენას ცდილობს, თუმცა ეს რთული იქნება .
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 22 ე.წ. “დონას კლასტერს” უკავშირდება.