ლისის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული პოლიციელი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე უარს აცხადებს – ინფორმაციას ამის შესახებ ბრალდებულის ადვოკატი ავრცელებს.
„მისი პოზიცია ასეთი გახლავთ, ის საერთოდ არ აპირებს ბრალდების მხარის შუამდგომლობას პატიმრობასთან დაკავშირებით ოპონირება გაუწიოს. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება უნდა გამოიყენოს, ეს მისი ნებაა, რასაც ნაკლებად ველოდებით”,- განაცხადა ადვოკატმა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 30 აგვისტოს მოხდა. ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულ-ინსპექტორი 12 წლის მოზარდს დაეჯახა. გოგონა საავადმყოფოში გარდაიცვალა.

