საქართველოს საპატრიარქოს პრესსპიკერი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, ბაგრატის ტაძარში “პატრიოტთა ალიანსის” მიერ ამომრჩეველთან შეხვედრას ეხმაურება.
როგორც დეკანოზი აცხადებს, ტაძარი სახელმწიფო საკუთრებაა და პარტიის მიერ ამომრჩეველთან შეხვედრა, რომელიც ტაძრის ეზოში გაიმართა, ეპარქიასთან შეთანხმებული არ ყოფილა.
“როგორც ეპარქიიდან შემატყობინეს, დღეის მდგომარეობით, აღნიშნული ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაშია და იქ სხვადასხვა დროს იმართება ღონისძიებები, რომელსაც არ უთანხმებენ ეპარქიას.
ცნობისათვის, ისტორიულად ეს მიწა ეკუთვნოდა ბაგრატის ტაძარს, თუმცა შემდგომში ტაძარს გადაეცა მხოლოდ ნაწილი ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიისა, ხოლო ეს ადგილი სახელმწიფოს საკუთრებაში რჩება”, – დაწერა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ფეისბუქზე.
ცნობისთვის, პატრიოტთა ალიანსი ამომრჩეველს ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ეზოში 1-ლ სექტემბერს შეხვდა.