19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული, თანგო ბარბაქაძის ადვოკატი, გიორგი ფოფხაძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ შაქარაშვილი მდინარისკენ არ გაიქცეოდა, ტრაგედია არ მოხდებოდა, თუმცა ის, რომ მას ვინმე დაეწია და მოკლა, მისთვის მიუღებელია.
აღნიშნული განცხადება ფოფხაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გააკეთა.
“ჩემი პირადი აზრია, რომ ამ ბავშვს ვინმე სასიკვდილოდ არ გაიმეტებდა, რასაკვირველია მიზეზობრივი კავშირი არსებობს, რომ არ დადევნებოდნენ ის მდინარის მიმართულებით არ გაიქცეოდა, თუმცა ის, რომ მას ვიღაც დაეწია და მოკლა, ჩემთვის მიუღებელია”, – აცხადებს ფოფხაძე.
ადვოკატმა ასევე, ჩანთაზეც ისაუბრა და განაცხადა რომ ჩანთა მანამდე იპოვეს, რადგან დეენემი გაირეცხებოდა წყალში.
ჩემი ვერსია და ჩემი ვარაუდია, რომ ჩანთაზე, რომელიღაც მაშველის დეენემი ამოვა, პოლიციელის არ უნდა ამოვიდეს ,რადგან გვამის პერიოდში თუ დაუძახეს კრიმინალისტიკურ პოლიციას მასზე ხელი არავის არ უნდა მოეკიდა, იმედია ამდენი განათლება ეყოფათ. 4 – 5 დღე გვამი ვერ იპოვეს, ჩანთა ჩემის აზრით მანამდე იპოვეს, რადგან დეენემი გაირეცხებოდა წყალში.“- განაცხადა ფოფხაძემ.
შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურამ 11 პირის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო, მათ ბრალად ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა ედებათ. მათ, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო. ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შაქარაშვილის საქმეზე ჯამში 17 პირია დაკავებული.