aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დარჩა რამე მორალური, დანაშაული თუ ცოდვა, რომელიც ოჯახმა იმ საცოდავ გოგოს იმ სუპერახალგაზრდა ასაკში არ წამოკიდეს” – ექსპერტი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ექსპერტი მირიან ყარაულაშვილი, დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს, რომელიც გარდაცვლილის ცხოვრების შესახებ, შესაძლო ვერსიების საჯაროდ გავრცელებას ეხება.

“მეტრონომი” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“ტრანკვილიზატორების და მასტიმულირებელი პრეპარატების არასამკურნალო მიზნებით მოხმარება;

ოჯახის წევრებისა და განსაკუთრებით მშობლებისგან მალული ცხოვრების წესი (პირადი საბანკო ანაბრების, სამსახურის გასაიდუმლოების ისტორიები);

– ლესბი ორიენტაცია;

– მინიმუმ ოთხი სასიყვარულო პარტნიორი (თუნდაც სხვადასხვა დროს);

– სასურველ პარტნიორზე მორალური ძალადობა ანონიმური წერილების საშუალებით;

– ჰაკერობა (სხვის პერსონალურ ქსელსა და მოწყობილობებში უსანქციო შეღწევა);

– უცხო პირთა შანტაჟი პირადი ინფორმაციის ხელში ჩაგდების გზით;

– პორნოპროვაიდერობა;

– არალეგალური საბანკო ტრანზაქციების განხორციელება (განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ამ სფეროში);

– იარაღით ვაჭრობის ბაზარზე ფინასური ტრანზაქციების განხორციელება ( განსაკუთრებით მძიმე დანაშაული-საქართველოს ს/ს კოდექსით);

დარჩა კიდევ განა რაიმე მორალური ან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული თუ ცოდვა, რომელიც იმ საცოდავ გოგოს იმ სუპერახალგაზრდა ასაკში არ წამოკიდეს მისმა ოჯახის წევრებმა და მათმა მეგობარ-კეთილისმსურველებმა? რას აკეთებთ, რას!”– წერს მირიან ყარაულაშვილი.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა პირველად 31 აგვისტოს გაიხსნა. ადვოკატი და მშობლები, ეჭვობდნენ, რომ ბაჩალიაშვილი ჯერ მოკლეს, ავტომობილი კი მოგვიანებით ბუქსირით მიიტანეს იმ ადგილას, სადაც ცხედარი იპოვეს.

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი განმარტავს,  რომ თამარმა “შემთხვევით გახსნა და გაშიფრა ის სქემა, თუ როგორ მარაგდებოდა ყარაბაღის ომი იარაღით”. თეონა თამაზაშვილის თქმით, მას ამის შესახებ ინფორმაცია წყარომ მიაწოდა და იგი აზერბაიჯანის და თურქეთის მთავრობებს მოუწოდებს, დაინტერესდნენ ამ საკითხით.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. მოგვიანებით 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

იტვირთბა....